ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნუსი უხელმძღვანელებს ბანგლადეშის დროებით მთავრობას - ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ ქვეყანა დატოვა მასშტაბური ამბოხების პირობებში, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა და სამხრეთ აზიის ეს სახელმწიფო ქაოსის პირას მიიყვანა.
გადაწყვეტილება მუჰამედ იუნუსის დროებით პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ 7 აგვისტოს, დილით, გამოაცხადა ჯოინალ აბედინმა, ქვეყნის ნომინალური პრეზიდენტის, მოჰამად შაჰაბუდინის პრესმდივანმა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო ხელმძღვანელები, სტუდენტთა აქციების ორგანიზატორები - რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჰასინას განდევნაში ხელისუფლებიდან - ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მუჰამად იუნუსი - რომელიც ჰასინას ვეტერანი პოლიტიკური ოპონენტია - პარიზიდან ბანგლადეშში მალე უნდა დაბრუნდეს. იუნუსი ბანგლადეშელი ბიზნესმენი, ბანკირი, ეკონომისტი და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერია. მას 2006 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, Grameen Bank-ის დაარსებისთვის და მიკროკრედიტისა და მიკროდაფინანსების კონცეფციათა დანერგვისთვის.
0
0