-share.jpg)
დღეს, ბაკურიანში, კრისტალის სათხილამურო ტრასაზე უბედური შემთხვევა მოხდა. სათხილამურო ტრასაზე სრიალის დროს, 35 წლის მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 15 წლამდე მოზარდი.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს 35 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი ბაკურიანის კლინიკაშია გადაყვანილი. მას ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება. კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დამატებითი კვლევებისთვის მისი გადაყვანა თბილისში იგეგმება.
რა გახდა კაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია. სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში გარდაცვლილი ჯერ არ გადაუყვანიათ.
შსს–მ მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
“სამხრეთის კარიბჭე”
0
0