აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 9 თებერვალს სიტყვით გამოვიდა და რობერტ ჰურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც ეწერა, რომ ბაიდენი "ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს" და, იგი "ცუდი მეხსიერების მქონე მოხუცი კაცის" შთაბეჭდილებას ტოვებს.
გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ბაიდენს მეხსიერებასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, რასაც მისგან მწვავე პასუხები მოჰყვა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა: "რამდენად ცუდია თქვენი მეხსიერება და შეგიძლიათ, პრეზიდენტად ყოფნის გაგრძელება?", რასაც ბაიდენმა უპასუხა: "ჩემი მეხსიერება იმდენად ცუდია, რომ ლაპარაკის ნებართვა მოგეცით".
კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, "ბევრი ამერიკელი ადამიანი თქვენ გიყურებდათ და თქვენი ასაკის შესახებ დარდობენ", რაზეც ბაიდენმა განაცხადა, რომ "ეს თქვენი თვალსაზრისია, ეს თქვენი თვალსაზრისია და არა - პრესის".
მოგვიანებით, ბაიდენი ღაზის სექტორში მიმდინარე ომს გამოეხმაურა, რა დროსაც ეგვიპტისა და მექსიკის ქვეყნები ერთმანეთში აერია:
"ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო ქმედებები გადამეტებულია. მგონია, რომ... როგორც იცით, თავდაპირველად მექსიკის პრეზიდენტს სისის (რედ. გულისხმობს ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ ფათაჰ ალ-სისის) არ უნდოდა კარის გაღება, რათა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შესულიყო". - განაცხადა ბაიდენმა.
0
0