26/12/2024
10:30
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მეტი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გადაცემა დაავალა პენტაგონს მას შემდეგ, რაც 25 დეკემბერს რუსეთმა მასირებული საჰაერო შეტევა განახორციელა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„მე დავავალე თავდაცვის დეპარტამენტს მკვეთრად გაზარდოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. შეერთებული შტატები დაუღალავად იმუშავებს უკრაინის პოზიციების გაძლიერებისა და რუსული ძალებისგან მისი დაცვისთვის“, - აღნიშნულია ბაიდენის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ვაშინგტონმა უკრაინას ასობით ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა გადასცა. ხოლო უფრო მეტი რაკეტა გზაშია. აშშ-ის პრეზიდენტმა აგრეთვე გააკრიტიკა რუსეთის მიერ 25 დეკემბერს მასირებული საჰაერო იერიში, რომლის მიზანი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.
0
0