15/08/2023
18:53
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ მას კომენტარი არ აქვს ჰავაის კუნძულ მაუიზე მომხდარ ტყის ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც ასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
„ჩვენი მთავრობა არ იყო მომზადებული და რაც მთავარია, შედეგები ძალიან ცუდია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე არაკომპეტენტურმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიცილით და ღიმილით თქვა, რომ სიკვდილსა და ტრაგედიაზე კომენტარი არ აქვს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„სამარცხვინოა, რომ ჯო ბაიდენი უარს ამბობს დახმარებაზე ან კომენტარის გაკეთებაზე მაუის კუნძულზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით“, - დასძინა მან.
14 აგვისტოს, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჰავაის კუნძულ მაუიზე ჩასვლა.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024