15/08/2023
09:23
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჰავაის კუნძულ მაუიზე ჩასვლა, სადაც ტყის ხანძარს, სულ მცირე, 96 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
"ცხადია, ამ დროისთვის არაფერი მაქვს გასაცხადები. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს გადაუდებელი სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ადმინისტრატორ დინ კრისველთან, რა თქმა უნდა, ჰავაის გუბერნატორთან, რა შესაძლებლობები შეიძლება იყოს, მაგრამ ახლა ჩვენ უბრალოდ არაფერი გვაქვს გასაზიარებელი", - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ძლიერი ხანძარი მაუიზე 8 აგვისტოს გაჩნდა. დაკარგულად ითვლება ასობით ადამიანი. შაბათის მონაცემებით, ათობით ნაპოვნი ცხედრიდან მხოლოდ ორის ამოცნობა მოხერხდა. განადგურებული და დაზიანებულია 2 200-მდე შენობა. წინასწარი შეფასებით, ზარალმა 6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
0
0