
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი შეცდომით "მექსიკის პრეზიდენტად" მოიხსენია.
”როგორც იცით, თავდაპირველად მექსიკის პრეზიდენტს, სისის, არ სურდა, რომ მისი ქვეყნის გავლით, [ღაზაში] ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი შესულიყო”, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ისრაელ-ღაზას ომზე კომენტირებისას.
როგორც ცნობილია, მექსიკის პრეზიდენტს ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ჰქვია. ზოგიერთმა ეგვიპტელმა სოციალურ მედიაში აღნიშნა, რომ ბაიდენის დაბნეულობა იუმორისტულია, რადგან ეგვიპტელები დიდი ხანია პრეზიდენტ ალ-სისის მეტსახელად "ელ მექსიკი"-ს უწოდებენ, რაც არაბულად ითარგმნება, როგორც "მექსიკელი".
„პრეზიდენტს თავისუფლად ვერ გავაკრიტიკებთ, ამიტომ ეგვიპტელებმა მას "ელ მექსიკი" უწოდეს (არაბულად "მექსიკელი"), რადგან ეს სახელი ჟღერს, როგორც "ალ-სისი". ამგვარად, შესაძ
ლებელია ცენზურის თავიდან აცილება და მისი თავისუფლად გაკრიტიკება", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი X-ზე.
შეერთებულ შტატებში, ამ გაუგებრობამ პრეზიდენტ ბაიდენის ჯანმრთელობისა და შემეცნებით შესაძლებლობებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია.
0
0