21/03/2023
10:11
პოლიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მე ვიზიარებ კონგრესის მიზანს, გაასაჯაროოს ინფორმაცია 2019 წელს კორონავრისუსის წარმოშობის შესახებ. 2021 წელს მე სადაზვერვო სამსახურებს დავავალე, გამოიყენოს ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი „კოვიდ-19“-ის წარმომავლობის გამოსაძიებლად და ეს სამუშაო გრძელდება. ჩვენ უნდა მივაკვლიოთ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის მიზეზებს, რაც დაგვეხმარება უკეთესად ავიცილოთ თავიდან მომავალი პანდემიები“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია გააგრძელებს „კოვიდ-19“-ის წარმომავლობასთან დაკავშირებული გასაიდუმლოებული ინფორმაციის შესწავლას, მათ შორის უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან პოტენციური კავშირების შესახებ. ამასთან, ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია გაასაჯაროებს და საზოგადოებას წარუდგენს რაც შეიძლება მეტ მსგავს ინფორმაციას მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილებების შესაბამისად.
0
0