18/01/2025
17:25
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს კომერი ქვეყნის მომავალ გენერალურ პროკურორს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ კომიტეტმა უკვე ჩაატარა გამოძიება, რომლის მთავარი ინტერესი შტატების მოქმედი პრეზიდენტის გამდიდრების წყარო იყო.
„ჩვენ მოკვლევის ფარგლებში შევძელით ბაიდენის ძმისა და ვაჟის ფინანსური ჩანაწერების მოძიება და ვნახეთ, რომ 27 მილიონი დოლარი აქვთ მიღებული ცუდი ხალხისგან. ეს ფული ბიზნესისთვის არ ყოფილა, რადგან ბაიდენები რეალურ ბიზნესს არ ფლობდნენ. წელიწადნახევრიანი გამოძიებით მხოლოდ ერთადერთ ბიზნესს მივაგენით და ისინი ყიდდნენ წვდომას ჯო ბაიდენზე. ამას ლობირება ჰქვია. პირველ რიგში შენი ოჯახის ახლო წევრები არ უნდა ლობირებდნენ და თუ მაინც უცხო ძალებისთვის ლობირებ, მაშინ უცხოელ აგენტად უნდა დარეგისტრირდე. ამისთვის არსებობს FARA. ჩვენ გამოვავლინეთ, რომ ამ მილიონებზე გადასახადები არ აქვს გადახდილი.
ასე რომ, 27 მილიონი დოლარი მიიღეს ისე, რომ გადასახადები არ გადაიხადეს, რაც სიმდიდრის დაგროვების ძალიან კარგი დასაწყისია. ტრამპის ადმინისტრაციის მოედანზეა ბურთი. მათ უნდა გადაწყვიტონ დაიწყებენ თუ არა ამ საქმეს. მე იმედი მაქვს, რომ ამას გააკეთებენ სხვა თუ არაფერი სულ მცირე გვსურს პასუხისგებაში მიეცნენ ფედერალური მთავრობის ბიუროკრატები, Deep State-ის წევრები, რომლებიც ამ ყველაფრისთვის ხელის დაფარებისთვის არიან პასუხისმგებელნი, რადგან ოთხ სხვადასხვა დეპარტამენტს, მათ შორის იუსტიციის და შემოსავლების სამსახურს ჰქონდათ გამოძიება დაწყებული ჰანტერ ბაიდენზე და ბაიდენის ძმაზე, თუმცა ფულის წარმომავლობის დასადგენად თავად ჯო ბაიდენი უნდა დაეკითხათ. როდესაც საქმე ბაიდენთან გასაუბრებაზე მიდგა მათ Deep State-ის ბიუროკრატებმა უთხრეს, რომ გაჩერებულიყვნენ. ჩვენ გვაქვს ამ ინდივიდების სახელები და ისინი გადავეცით ტრამპის მიერ სამართალდამცავ ორგანოებში ნომინირებულ ხელმძღვანელებს“, - განაცხადა აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს კომერმა Americasvoice-ის ეთერში.
0
0