11/11/2024
10:42
მსოფლიო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმართავს.
სალივანის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინა მარტო არ უნდა დატოვოს და განმარტავს, რომ ამით შეიძლება ევროპაში უფრო მეტი არასტაბილურობა გამოიწვიოს.
„საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, ბაიდენი დაასაბუთებს, რომ უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის მუდმივი რესურსები გვჭირდება“, - თქვა ჯეიკ სალივანმა.
სალივანმა ასევე, დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე, განაცხადა, რომ ბაიდენი და ტრამპი აღნიშნულ საკითხს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, თეთრ სახლში შეხვედრისას განიხილავენ.
„ბაიდენს ექნება შანსი, რომ [ახლადარჩეულ] პრეზიდენტ ტრამპს აუხსნას, თუ როგორ აღიქვამს ის მიმდინარე მოვლენებს და ამ საკითხების გადაწყვეტის [ტრამპისეულ] გზებზე ისაუბროს, როცა ის თანამდებობას დაიკავებს. ბაიდენს ასევე მიეცემა შესაძლებლობა, რომ აუხსნას ტრამპს, თუ როგორ ხედავს ის აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მდგომარეობას,“ - თქვა ჯეიკ სალივანმა.
0
0