თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სან-ფრანცისკოში ალექსეი ნავალნის ქვრივს იულია და მათ ქალიშვილ დარიას შეხვდა, რათა მათთვის სამძიმარი გამოეხატა.
„პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა ალექსეი ნავალნის არაჩვეულებრივი გამბედაობით და მისი მემკვიდრეობით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთის მიმართ, სადაც კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბრად ვრცელდება. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალექსეის მემკვიდრეობას გააგრძელებენ ადამიანები მთელ რუსეთში და მთელ მსოფლიოში, რომლებიც გლოვობენ მის დაკარგვას და იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ბაიდენმა ასევე დაადასტურა, რომ ხვალ ვაშინგტონი გამოაცხადებს ახალ დიდ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ნავალნის გარდაცვალების, ასევე უკრაინაში აგრესიის საპასუხოდ.
0
0