
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება სთხოვოს კონგრესს, დაამტკიცოს პენტაგონის ისტორიაში რეკორდულად გაზრდილი ბიუჯეტი, რომელიც გამოყენებული იქნება იარაღის მარაგების შესავსებად და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად. ამის შესახებ პენტაგონის ფინანსურმა ინსპექტორმა მაიკლ მაკკორდმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენის ადმინისტრაცია „ძალიან ახლოსაა“ პენტაგონის საბოლოო ბიუჯეტის ზედა ზღვრის შეთანხმებასთან, რომელსაც თეთრი სახლი ჩართავს 2024 ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნაში. დიკუმენტი 9 მარტს გამოქვეყნდება.
„მე ველოდები, რომ ეს იმაზე დიდი ციფრი იქნება, ვიდრე კონგრესმა შარშან მოითხოვა” - განაცხადა მაკკორდმა.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინსპექტორმა უარი თქვა ბიუჯეტის დეტალების დაზუსტებაზე და აღნიშანა, რომ პენტაგონი ინვესტიციას განახორციელებს საბრძოლო მასალებში, რათა შეავსოს აშშ-ის მარაგები და მხარი დაუჭიროს შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში, სადაც ორივე მხარე ათასობით ჭურვებს ხარჯავს დღეში.
0
0