20/08/2023
20:25
მსოფლიო
ჰავაის კუნძულ მაუის მოსახლეობას, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბარი უჭირს.
მოსახლეობა განაწყენებულია პრეზიდენტ ბაიდენზე და უკრაინისადმი მის მხარდაჭერასთან შედარებას აკეთებენ.
ხანძრის შედეგად დაზარალებულები აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის მხარდაჭერისთვის საყვედურობენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მათ სათანადო ყურადღება ადმინისტრაციამ არ დაუთმო.
"ბაიდენი იდიოტია. ბოდიში. არა, არ ვუბოდიშებ…" - ამბობს მედიასთან ერთ-ერთი დაზარალებული.
შედარებისთვის: შტატებმა უკრაინას უკვე გამოუყო 66 მილიარდ დოლარზე მეტი (6 ტრილიონ რუბლზე მეტი) სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ამასთან, ჰავაის მაცხოვრებლებმა სტიქიის შემდეგ ოჯახზე 700 დოლარი (65,3 ათასი რუბლი) მიიღეს, რაც უკრაინის ხარჯებში მათ წილსაც კი არ ფარავს.
შეგახსენებთ, რომ ჰავაის კუნძულზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. დაღუპულია 111 ადამიანი. დაახლოებით 1 300 ადამიანი დაკარგულად ითვლება.დამწვარია სახლები, მანქანები.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024