ბადრაგმა ძალით სცადა ფანჯრის რაფიდან ჩემი ჩამოყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს დროშა დავუქნიე - მიხეილ სააკაშვილი
A-
+A

„ბადრაგმა დედაჩემის თვალწინ სცადა ფანჯრის რაფიდან ძალით ჩემი ჩამოყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს დროშა დავუქნიე,“- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს წაუკითხა.
სააკაშვილის თქმით, წინააღმდეგობის მიუხედავად ფანჯრის რაფიდან ვერ ჩამოიყვანეს.
„დედაჩემის თვალწინ სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს საკუთარი ხელით დახატული და თავის დროზე ჩემი შემოღებული დროშა დავუქნიე. ვერ ჩამომიყვანეს ჩემი წინააღმდეგობის გამო, ეს ხალხი ჩემს თვალში არ ემსახურება საქართველოს, საოკუპაციო რეჟიმის ჩვეულებრივი მსახურები არიან.
საქართველოს დროშის დანახვაზე ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონოდათ. ველოდები პუტინოიდების რეჟიმის მორიგ დასჯას, ძირს საოკუპაციო ხელისუფლება, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“, - აცხადებს სააკაშვილი.
0
0
502
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%