
პოლონეთში გამართულ კონკურსში „Golden Receipt - Polish Retailers’ Award 2026“ ბადაგონის ღვინო „ალაზნის ველი“ ღვინის კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა და ოფიციალურად დასახელდა გაყიდვების ლიდერად.
აღსანიშნავია, რომ კონკურსზე გამარჯვებულებს ირჩევენ არა ექსპერტები, არამედ უშუალოდ პოლონეთის საცალო სავაჭრო ქსელების მფლობელები და მენეჯერები — იმ პროდუქტებზე დაყრდნობით, რომლებიც მათ მაღაზიებში ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადია.
სავაჭრო ქსელების ექსპერტების და მენეჯერების მონაცემების მიხედვით, აღმოჩნდა რომ პოლონელები უპირატესობას ქართულ ღვინოს, ბადაგონის "ალაზნის ველს" ანიჭებენ.

როგორც მეღვინეობა ბადაგონში აცხადებენ, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ ბაზარზე პირველი ადგილის დაკავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ბადაგონის“ სტაბილურ, უმაღლეს ხარისხსა და საერთაშორისო აღიარებას.
0
0