
თანავინსტერების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებული შოთა ქარუმიძე ბრალს აღიარებს.
ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ამირხანაშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, შოთა ქარუმიძეს ბრალი უკვე წაუყენეს.
„ბრალი გუშინ წაუყენეს. სრულიად მარტო მოქმედებდა და თანამზრახველი არ ჰყოლია. პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. დაურეკა ბაჩიაშვილის მამამ და სთხოვა შეხვედრა. აქამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ბაჩიაშვილის მამა იყო, ოღონდ მისი ვარაუდია, ეჭვი, პირადად არ შეხვედრია ბაჩიაშვილის მამას. შეხვედრა შედგა პირდაპირ გიორგი ბაჩიაშვილს და მას შორის. მანქანას რაც შეეხება, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა საბურთალოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღით დატოვა მანქანა, არ იცის სამალავი როდის ან სად გაკეთდა მანქანაში. მოქმედებდა სრულიად მარტო და თანამზრახველი არ ჰყოლია. სარფში გააჩერეს, შეაყოვნეს და სთხოვეს გასაუბრებაზე გაყოლა, ამის შემდეგ მისი დაკავება მოხდა“, – განაცხადა ალექსანდრე ამირხანაშვილმა.
0
0