
ბაჩიაშვილის მეგობრების თქმით, ის აბუ-დაბიში, Jumeirah Beach Hotel-ში ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად წავიდა. ამის შესახებ გამოცემა "გარდიანი" წერს.
ამის ნაცვლად, ბაჩიაშვილი სასტუმროს ფოიეში დააკავა, დაახლოებით, რვა ადგილობრივი დაცვის თანამშრომლისგან შემდგარმა ჯგუფმა, გადაიყვანეს დუბაის პოლიციის განყოფილებაში და მაშინვე საქართველოში გასამგზავრებელ რეისზე დასვეს - წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, 39 წლის ბაჩიაშვილს მიეცა შესაძლებლობა, ოჯახისთვის დაერეკა და დაკავების შესახებ ეცნობებინა. თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
რობერტ ამსტერდამმა, ამერიკელ-კანადელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ადვოკატმა, რომელიც ბაჩიაშვილს იცავდა, განაცხადა: „მისი დაპატიმრება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა; ადგილობრივი გუნდი ჰყავდა და, როგორც ჩანს, მათთან თავს კარგად გრძნობდა. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს“.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ წამების გამოყენებით. საქართველო ცნობილია თავისი საშიში კორუმპირებულობით. ამიტომ, ეს რეალური, სერიოზული შეშფოთების საგანია.“
ამსტერდამმა დასძინა: „მე უმკაცრესად ვგმობ შიდა და საერთაშორისო სამართლის მუდმივ ინსტრუმენტალიზაციას და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას საქართველოს დაუნდობელ მცდელობებში, დააპატიმროს ჩემი კლიენტი ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმის გამო.“
0
0
იმერეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
28/05/2025