19/07/2023
15:05
საზოგადოება
ბაბი კირკიტაძის დედა, ინგა ოდიკაძე შვილის შესახებ „თბილისელებთან" საუბრობს და ამბობს, რომ ბაბის რჩეული მთელ ოჯახს უნდა მოეწონოს.
„ბაბი არ არის მსუბუქი და მჩატე გოგო. თავისი შეხედულებები აქვს. ეს გარშემო ყველამ იცის. ზედაპირულად არაფერს უყურებს. ჩვენი მოსაწონი კაცი თუ შეგვხვდება, ხომ კარგი. მარტო ბაბის კი არა, მეც უნდა მომეწონოს, ჩემს მეუღლეს და მთელ ოჯახს (იცინის).
ბოდიშს ვიხდი, შეიძლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მე ისეთი შვილი გავზარდე, მგონია, რომ ღირსეული კაცი ეკუთვნის. თუ ასეთი არ გამოჩნდება, მერე არ ვიცი, რა გვეშველება (იცინის).
ბაბი იცინის ხოლმე, დედაჩემს, ჩემთვის იცით, როგორ უნდა? მის მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებდესო (იცინის). მე ზედმეტი არაფერი მინდა და თავისთავად, არც ცუდი. კაცი ოჯახს უნდა მოერგოს, ისევე, როგორც ქალი. მე ჩემს შვილს ვასწავლი, რომ ქმრის ოჯახი უნდა შეიყვაროს..." - ამბობს ინგა ოდიკაძე.
0
0