
რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა, რომელიც 19 მაისიდან საქართველოსთან ფრენებს დაიწყებს, სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა ამოიღო. რეგისტრაციისას ან ბილეთის ყიდვისას, შესაძლებელია დოკუმენტის ან პირადი ნომრის ჩაწერა, საბუთის გამცემი ქვეყნის მითითების გარეშე. ამის შესახებ ინფორმაციას Эхо кавказа ავრცელებს.
როგორც მედია წერს, მანამდე რუსეთის დუმის დეპუტატმა ზურაბ მაკიევმა რუსეთის გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართა, გადაემოწმებინა ინფორმაცია ავიაკომპანია “აზიმუტის” მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სარეგისტრაციო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღების შესახებ. დუმის დეპუტატი “აზიმუტისთვის” ლიცენზიის ჩამორთმევაც მოითხოვა.
ცნობისთვის, რუსული საავიაციო კომპანია, Azimuth Airlines, რომელსაც საქართველოში ფრენის უფლება მიეცა, საკუთარ ვებგვერდზე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” ჰქონდა მონიშნული. აღნიშნულს სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც, ავიაკომპანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, “დამოუკიდებელი ქვეყნების” სიიდან ამოიღო.
15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა. 15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025