
აზერბაიჯანის მილი მეჯლისში (პარლამენტში) რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ილჰამ ალიევის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
ალიევმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციაზე ხელის დადებით საპრეციდენტო ფიცი დადო.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას ვფიცავ, რომ დავიცავ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციას, დავიცავ სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ღირსეულად ვემსახურები ხალხს!“ - მან თქვა.
ალიევმა ყურანზე ხელისდადებითაც დაიფიცა: „ვფიცავ, რომ ერთგული ვიქნები აზერბაიჯანელი ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ეროვნული მორალური ღირებულებებისა და ტრადიციების“.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 7 თებერვალს გამართულ არჩევნებში იდლჰამ ალიევმა ხმების 92,12% მიიღო.
0
0