
აზერბაიჯანმა სომხეთს 19-20 სექტემბერს ყარაბაღში დაღუპული 173 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისია იტყობინება.
კომისიაში განაცხადეს, რომ მიესალმებიან სომხური მხარის განცხადებას „მზადყოფნის შესახებ ითანამშრომლოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დადგენის სფეროში“.
ბაქოში გაიხსენეს, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სომხეთში 1713 ცხედარი გადაასვენეს; 2022 წლის 12-14 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ - 157 ცხედარი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 3 890 აზერბაიჯანის მოქალაქეა რეგისტრირებული ყარაბაღის პირველ ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მოქმედ სახელმწიფო კომისიაში და 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, მათგან მხოლოდ 25-ის ნეშტია იდენტიფიცირებული.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მაისიდან
04/05/2026