27/12/2024
15:16
მსოფლიო
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდო, კრემლმა Reuters-ს განუცხადა, რომ ,,დასამატებელი აღარაფერი აქვს.’’
კრემლის პრესსპიკერმა დასძინა, რომ ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც აზერბაიჯანის გამოძიების ოთხმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით, გაურკვეველია, რატომ გადაინაცვლა თვითმფრინავმა რუსეთის სამხრეთით [სადაც მოსკოვმა უკრაინული თვითმფრინავების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა საჰაერო თავდაცვის სისტემები] და ასეულობით კილომეტრის მოშორებით, კასპიის მოპირდაპირე სანაპიროზე - აქტაუსთან - ჩამოვარდა.
0
0