
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში, შუშის რეგიონში შეხების ხაზი დაარღვიეს და სიმაღლე დაიკავეს.
"2023 წლის 25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა დაარღვიეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების პირველი პუნქტი, გადაკვეთეს მხარეთა შეხების ხაზი შუშის რაიონში, დაიკავეს სიმაღლე ნომერი 2 054.0 და დაიწყეს პოსტის საინჟინრო აღჭურვა". – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, ყარაბაღში მყოფი რუსი სამშვიდობოები ესკალაციის თავიდან ასარიდებლად ზომებს იღებენ.
"აზერბაიჯანულ მხარეს ვაცნობეთ მოთხოვნები სამმხრივი შეთანხმების დებულებების შესრულების აუცილებლობის, საინჟინრო სამუშაოების შეწყვეტისთვის საჭირო ზომების მიღებისა და ეროვნული შეიარაღებული ძალების აქამდე დაკავებულ პოზიციებზე დაბრუნების შესახებ". – ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სცადეს სანგრების გათხრა, რასაც მათი საპასუხო ზომების მიღება მოჰყვა.
0
0