ახლად არჩეულ პარლამენტს ვუსურვებ, სრულად გაამართლოს ამომრჩევლის ნდობა და დაიცვას ის მონაპოვარი, რასაც მივაღწიეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, წარმატებები საქართველოს - კალაძე
25/11/2024
17:48
პოლიტიკა
A-
+A
თბილისის მერი კახა კალაძე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახლად არჩეულ პარლამენტს ამომრჩევლის ნდობის გამართლებას უსურვებს.
„მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრება, რომელიც არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულების და სწორედ ჩვენი მოსახლეობის არჩევანის შედეგი.
ვუსურვებ ახლად არჩეულ პარლამენტს, სრულად გაამართლოს ამომრჩევლის ნდობა, ხალხის მხარდაჭერა და დაიცვას ის მონაპოვარი, რასაც მივაღწიეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში – ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა, მშვიდობიანი განვითარების კურსი, სვლა ევროპისკენ.
წარმატებები საქართველოს!“ – წერს კახა კალაძე.
0
0
39
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%