18/06/2023
13:27
მსოფლიო
ახლა უკრაინისთვის პრიორიტეტი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მომავალში უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.
„უკრაინის პრიორიტეტი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში წევრობაზე საუბარი არ შეიძლება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, იქნება სანდო შეთანხმებები უკრაინის უსაფრთხოებაზე, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ხელახლა შეიარაღება და თავდასხმა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ვილნიუსის სამიტზე ნატო მიიღებს დახმარების პაკეტს, რომელიც რამდენიმე წელიწადში უკრაინას ალიანსის სტანდარტებთან დააახლოებს.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წინა დღით განაცხადა, რომ წინააღმდეგია უკრაინის მოთხოვნების გამარტივებაზე ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
0
0