ახლა რუსული იმპერიალიზმის შეჩერება "იაფად" შეიძლება, რადგან ამერიკელი ჯარისკაცები არ კვდებიან - ანჯეი დუდა
12/08/2023
17:59
მსოფლიო
A-
+A
ახლა რუსული იმპერიალიზმის შეჩერება "იაფად" შეიძლება, რადგან ამერიკელი ჯარისკაცები არ კვდებიან, მაგრამ თუ ჩვენ ახლა არ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას, ძალიან მაღალი ფასი იქნება გადასახდელი, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა "ვაშინგტონ პოსტთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.
როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, იგი ხედავს "რუსული იმპერიალიზმის აღორძინებას" დაწყებული მოსკოვის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრით, შემდეგ კი 2014 წელს უკრაინაზე თავდასხმით და გასულ წელს კი სრულმაშტაბიანი ინტერვენციით.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინსვლა უკრაინაში უნდა შეჩერდეს, რათა არ მოხდეს ის, რაც პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, როცა ამერიკელმა ჯარისკაცებმა დაღვარეს სისხლი და დაკარგეს სიცოცხლე ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების აღსადგენად.
0
0
261
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%