13/11/2024
15:33
პოლიტიკა
ახლა რაც ხდება, ეს ქვეყნის დემოკრატიისთვის უკეთესია, ვინაიდან პოლიტიკური ველი რაც უფრო გაიწმინდება მარგინალებისგან, მით უკეთესი იქნება დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, სინამდვილეში, ეს მათი არც სამართლებრივი განცხადებაა და არც პოლიტიკური.
„ეს არის ამ ადამიანების მხრიდან სასოწარკვეთილების აღიარება, ვინაიდან მათ მოატყუეს საკუთარი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები. მათ ატყუებდნენ არჩევნებამდეც, არჩევნების შემდეგაც და ახლა მხოლოდ თავს იმართლებენ ამ ტყუილის გამო და არ უნდათ აღიარება, რომ ცდილობდნენ, საკუთარ მხარდამჭერებს სიცრუეში ეცხოვრათ.
შესაბამისად, ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანები ნამდვილად არ იმსახურებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. რაც ახლა ხდება, ეს ქვეყნის დემოკრატიისთვის უკეთესია, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკური ველი რაც უფრო გაიწმინდება ასეთი მარგინალებისგან, მით უკეთესი იქნება დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.
0
0