03/08/2023
18:13
საზოგადოება
ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია - ველოდებით ვერტმფრენს, - ამის შესახებ „სანსეტ შოვის“ თანამშრომელმა, ქეთი მაისურაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
„ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია. ყველაფერი კარგად არის. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. კიბით ჩამოვიყვანეთ სტუმრები, უკანა მხრიდან. ყველანი კარგად ვართ. დროულად იყოჩაღეს და კარგად არის ყველაფერი. მეწყერიც შეჩერებულია. ხიდები წაღებულია, ველოდებით ვერტმფრენს", - ამბობს ქეთი მაისურაძე „ფორმულასთან“ რომელიც „სანსეტ შოვში“ იმყოფება.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
0
0