
“ხალხის ძალის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ზურა ქადაგიძე, სოციალური ქსელით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს პასუხობს. პიტერ სტანომ დღეს დაგმო „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღება და საქართველოს ხელისუფლებას, ამ კანონის სრულად გადახედვისკენ მოუწოდა.
"ბატონო პიტერ!
საქართველოს ხელისუფლებამ გადახედა, აწონ-დაწონა, საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება!
ახლა გინდა შეშფოთდით და გინდა გადაირიეთ, კურსი რომელსაც ხელისუფლება ატარებს აღარ შეიცვლება და განსაკუთრებით, 26 ოქტომბრის შემდეგ მოგიწევთ შეგუება, ერთ მარტივ ჭეშმარიტებასთან - საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ყოველთვის ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს.
თქვენ, ჯობია საკუთარი ლეგიტიმაციის საკითხები მოაგვაროთ და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას შეეშვათ!" - წერს ქადაგიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 81-ხმით, ერთხმად - პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. მმართველი უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 17-20 სექტემბრის სასესიო კვირაში გეგმავს.
0
0