05/06/2023
23:32
სამართალი
ახალქალაქი–ნინოწმინდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად ოთხი პირი დაშავდა. ერთის მდგომარეობა მძიმეა, რომელიც თბილისშია გადმოყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ სველი ასფალტის გამო, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავარდა.
როგორც "სამხრეთის კარიბჭესთან" ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი, ალექსანდ თოროსიანი ამბობს, კლინიკაში 4 ივნისის ღამეს ოთხი პაციენტი შეიყვანეს, მათგან ერთი მდგომარეობა მძიმეა.
„ჩაუტარდათ კვლევები, სამმა კლინიკა უკვე დატოვა. ერთი კი თბილისში გადავიყვანეთ. გონზე იყო, მაგრამ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ახალგაზრდა მამაკაცია“,– გვითხრა თოროსიანმა.
შსს–მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
0
0