20/03/2023
15:33
პოლიტიკა
პარლამენტში ქვეყანაში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებს აფასებენ - ოპოზიცია ამბობს, რომ ერთი ცვლილებით ქვეყანაში არსებითად არაფერი შეიცვლება.
პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებები და ე.წ. როტაცია "ქართული ოცნების" ხელწერაა.
"ეს არის "ქართული ოცნების" ჩვეულებრივი წესი, როტაციას აკეთებს. გაგაკეთებინებს ბინძურ საქმეს, ჩაგადენინებს დანაშაულს და მერე გაგაგდებს. ხელთათმანებით ისვრიან და შემდეგ მოჰყავთ ახალი ძალა, რომელიც მეტი აგრესიულობით შეუდგება "ქართული ოცნების" დავალების შესრულებას. ახალი ცოცხი უფრო აგრესიულად გვის,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი რამდენიმე წუთის წინ, თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
0
0