24/03/2023
15:46
პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მიუღებელი ძალა არის ახალგაზრდობა, რადგან ისინი ყველაზე უკეთ ხედავენ, თუ ვის მხარეს არის „ქართული ოცნება“.
„ის ახალგაზრდები, რომლებიც თქვენგან განსხვავებით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ, თქვენ მუდმივად შეურაცხყოფას აყენებთ. ხან ჩაცმულობას, ხან გარეგნობას უწუნებთ, ხან ანარქისტებად მოიხსენიებთ, იმიტომ აკრიტიკებთ, რომ რაღაც ინტელექტუალურ კლუბში არიან გაწევრიანებული. ეს ახალგაზრდები იცავენ საქართველოს მომავალს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და არა თქვენ... გარეგნობაზე უნდა ვისაუბროთ დღეს მაშინ, როცა ქვეყანას ვკარგავთ? რიტორიკის მიუღებლობა, ნებისმიერი პარტიული კუთვნილების მიუღებლობაც კი უნდა განსაზღვრავდნენ დღეს პოლიტიკურ დისკურსს? დღეს უნდა არსებობდეს ერთადერთი გამყოფი ხაზი - ან ხართ რუსეთისკენ, ან ხართ დასავლეთისკენ, ან ხართ უკრაინისკენ, ან ხართ პუტინისკენ და სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებად“ წოდებულმა რუსულმა ოცნებამ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, მაგრამ დღეს გახდა ეს ყველაზე ცხადი და ყველაზე ცხადად ხედავენ ამას ახალგაზრდები, რომელთა სწრაფვა თავისუფლებისკენ, არის ყველაზე მიუღებელი თქვენთვის“, - მიმართა თინა ბოკუჩავამ ირაკლი ღარიბაშვილს.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.
0
0