19/04/2024
08:52
საზოგადოება
ახალგაზრდების განცხადებით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდენ, დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბებიან.
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა გუშინ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.
მსვლელობისას სტუდენტები სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”.
შეკრებილები ფიქრობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შესახებ ცნობადობა უნდა გაიზარდოს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ის.
გუშინდელი აქციის ორგანიზატორები იყვნენ სტუდენტური მოძრაობა “დაფიონი" და “ჯიუტი”.
0
0