
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მასა და პარტია „ლელოს“ წევრ საბა ბუაძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, ბრძოლა ხალხის ცრემლებზე გამდიდრებულ მევახშეებთან ერთად არ შეიძლება.
„თუ ვინმეს ეჭვი ოდნავ მაინც ეპარებოდა და რაღაც პაწია იმედი ჰქონდა გულში, რომ წლების მანძილზე ხალხის მძარცველი მევახშე, პატრიოტ პოლიტიკოსად გადაიქცეოდა, ნახევარი საქართველო რომ გასულია ქვეყნიდან, იმიტომ რომ მათი მევახშეობით დაქცეული ოჯახების განადგურების ავტორ-შემსრულებლები სწორედ ეს „მოგონილი ბიზნესმენები“ არიან ( ბანკირის -საბანკო სისტემის მანტიით მოსილნი) სწორედ საბანკო სისტემის და ქვეყნის წინააღმდეგ „საბოტაჟნიკები“ და ვინმეს თუ კიდევ ოდნავ, მაინც ეგონა რომ , თივისგან აგურის სახლი აშენდება, ა ბატონო სრული ლუსტრაცია ხომ მოხდა გუშინ ტვ პირველზე ღია ეთერში (ცოტა წვლილი ამ ლუსტრაციაში მეც ხომ მიმიძღვის?!
ჰოდა, ასეა ბრძოლა ხალხის ცრემლებზე გამდიდრებულ მევახშეებთან ერთად არ შეიძლება, რადგან ღირსების „გაპროცენტებას“ მიჩვეულნი არიან. ოკუპანტი კარზეა მომდგარი და 12 პუნქტი შესასრულებელი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამ დროს პოლიტმევახშეები ვაჭრობენ, ვაჭრობენ და ოცნებობენ ქვეყნის მართვის სადავეებზე, ნუ იმ მოსახლეობის მართვაზე ოცნებობენ, იმ ადამიანების მართვაზე, რომლებიც, ჯერ არ გაქცეულან ამ ქვეყნიდან „მათი წყალობით“ და ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და ჯოჯოხეთად ქცეულ, მევახშეთა ბანკებში დაგირავებულ ცხოვრებას ებრძვიან.
ჩემი მეგობარი მეუბნება ახლა, ეს ახალგაზრდა „კამო“ ეთერში რომ იჯდა გუშინ, მისი ლიდერის - მევახშის ახალგაზრდობას მაგონებს ძლიერო, ნუ ხომ გაგიგონია „ძაღლი პატრონს ჰგავსო“. ჰო, ვინ ვის ჰგავს არ ვიცი და „ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობს „ამ ქვეყანაში ეგ ზუსტად ვიცი!
„ლელო“ არ ვიცი და გუშინ ღია ეთერში საკუთარ კარში კი გაიტანა „გოლი“ პარტია „ლელოს“ წევრმა ბუაძემ, თან ისე გაიტანა საკუთარ კარში, აი ზუსტად ისე დარჩება ეს მისი „შეცდომა გოლი“, როგორც ფეხბურთში რჩება ხოლმე საკუთარ კარში გატანილი „გოლები“ მოთამაშის ლაქად. დიდ ფასად დაუჯდება ეს „ახალგაზრდა კამოს“ მიერ საკუთარ კარში დარტყმული გოლი მის ლიდერს-მევახშეს. ხალხი ბრძენია!“, - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, გადაცემა “რეაქციაში” ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ თაკო ჩარკვიანი და საბა ბუაძემ. ბუაძემ ჩარკვიანს უთხრა რომ ის თუ ვანო მერაბიშვილის მეგობარი და ადვოკატია, ერთმანეთთან ვერ იმეგობრებენ.
0
0