08/06/2023
22:22
პოლიტიკა
„ლელო“ ვერასოდეს განიხილავს თავს წარსულის ოდიოზური ადამიანების გვერდზე. ვანო მერაბიშვილთან ერთად თუ კაია {სტილი დაცულია} თქვენ იდექით“, - ასე მიმართა ტვ „პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ „კანონის და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანს.
ამასთან, ბუაძემ ჩარკვიანს უნდა უთხრა რომ პოლიტიკური რომანტიზმის დრო უნდა დასრულდეს.
„რეალური ცხოვრება არის განსხვავებული, რადგან ამომრჩეველი არის განსხვავებული. პროდასავლური ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ამომრჩეველი არის განსხვავებული. მე ვარ ის ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა არც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში რეინკარნაცია, ჩვენ ამას ვამბობთ. „ლელო“ მომავალ არჩევნებში იასპარეზებს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მთავარი არის ღირებულებები ქალბატონო თაკო “, - მიმართა ბუაძემ ჩარკვიანს.
ჩარკვიანმა ბუაძეს უთხრა, რომ არჩევნებზე ჯერ არ ისაუბროს.
გარდა ამისა, დებატების დროს ბუაძემ ჩარკვიანს განუცხადა, რომ არ არის საჭირო წარსულზე საუბარი, რადგან მისივე თქმით, ეს მათ შორს წაიყვანს.
„წარსულს ნუ შევახსენებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ შორს წაგვიყვანს თქვენც და მეც ამაზე საუბარი. თქვენ მერაბიშვილის მეგობარი ხართ, ადვოკატი ხართ? მისი თანაგუნდელი ხართ? თქვენ თუ ხართ მერაბიშვილის მეგობარი, ჩემი მეგობარი ვერ იქნებით“, - უთხრა ბუაძემ ჩარკვიანს.
ამის საპასუხოდ თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ ის გაერთიანებული საქართველოს მეგობარია.
0
0