გროზნოს სასამართლომ 3,5 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ნიკიტა ჟურაველს, რომელმაც 2023 წლის მაისში ვოლგოგრადში ყურანი დაწვა. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.
ნიკიტა ჟურაველის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მორწმუნეთა გრძნობების საჯარო შეურაცხყოფისა და ჯგუფის შემადგენლობაში ხულიგნობის მუხლით იყო აღძრული.
გასულ წელს ნიკიტა ჟურაველი საგამოძიებო იზოლატორში ჩეჩნეთის ლიდერის შვილმა, ადამ კადიროვმა სცემა და ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა.
ჟურაველმა ყურანი ვოლგოგრადში დაწვა, მაგრამ მას, რატომღაც პატიმრობა ჩეჩნეთის სასამართლომ მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, „ჩეჩნეთის მოსახლეობის მრავალრიცხოვანი მიმართვის გამო“ იყო მიღებული. საქმეში დაზარალებული მხარეც ფიგურირებდა - 13 იმამი გროზნოდან.
0
0