09/09/2023
16:22
პოლიტიკა
“ახალციხის საკრებულოში დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, რადგან იქ არც ერთი წევრი აღარ დარჩა”, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ახალციხის საკრებულოში დავით ახალკაცმა განაცხადა.
„შვიდი თვის განმავლობაში, საერთოდ არავინ გაგვკარებია, არავინ შეგვხმიანებია. თავს ვგრძნობდით როგორც გარიყულად, როგორც ადგილობრივ დონეზე. ამის შემდეგ ადგილობრივ დონეზეც მოხდა თავმჯდომარის ცვლილებები და არავინ დაინტერესებულა ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის საქმიანობით.
კულმინაცია იყო ყრილობა, სადაც მუნიციპალიტეტებიდან ჩვენი პარტიის წევრებს დაუძახეს და იქაც არავინ შეგვხმიანებია. ახალციხის საკრებულოში დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, რადგან იქ არც ერთი წევრი აღარ დარჩენილა“, - აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ახალციხის საკრებულოში დავით ახალკაცი.
ახალციხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა. 6-მა ადამიანმა დატოვა როგორც ფრაქცია, ასევე პარტია.
0
0