ახალ ზელანდიაში, თეთრ კუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც რამდენიმე ავიარეისი გადაიდო.
ახალი ზელანდიის ეროვნული ავიაგადამზიდი კომპანია Air New Zealand-ის განცხადებით, 22 აგვიტოს, 10 ავიარეისი გაუქმდა, რადგან ვულკანური ფერფლი შიდა აეროპორტების ასაფრენ ბილიკებზეც გადავიდა.
მეცნიერების თქმით, ვულკანი ვაკაარი მომდევნო "კვირები ან შესაძლოა თვეებიც" გაგრძელდეს.
„ვაკაარიზე დაფიქსირებული უახლესი ვულკანური აქტივობა ტიპური ამოფრქვევის ციკლის ნაწილია. ეს აქტივობა შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კვირებიდან თვეებამდე, გაგრძელდეს. ახალი ზელანდიის კუნძულების მკვიდრ მაორებს შორის ვულკანურმა გაზმა შესაძლოა თვალების ან ყელის მსუბუქი გაღიზიანება გამოიწვიოს”, - განაცხადა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონიტორინგის სამსახურმა.
აგვისტოს დასაწყისში, ახალმა ზელანდიამ ვულკანური განგაშის დონე სამამდე გაზარდა.
ვულკანური თეთრი კუნძული ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულიდან დაახლოებით 50 კმ-ში, ხოლო ქვეყნის უდიდეს ქალაქ ოკლენდიდან - 200 კმ-ში მდებარეობს. 2019 წელს, ვულკანის მასიური ამოფრქვევის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც კუნძულს კრუიზის ფარგლებში სტუმრობდნენ. ტრაგედიის შემდეგ, თეთრ კუნძულზე ტურისტული მიზნებით შესვლა აიკრძალა.
0
0