
შვედეთის ქალაქ მალმეში, პოლიციამ ავტომობილში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვა. პოლიციის განცხადებით, ავტომობილში გაჩენილი ხანძრის შედეგად მძიმედ დამწვარი ცხედრების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, ბრიტანელი ტურისტული აგენტები არიან, რომლებიც, მათი ახლობლების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ევროპაში გამგზავრების შემდეგ გაუჩინარდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა კასტრუპის აეროპორტში „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი იქირავეს. ისინი მოგვიანებით ერესუნის ხიდზე უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირა.
ადგილობრივი მედიის ცნობით კი, მამაკაცები მანქანის აფეთქებამდე მოკლეს. სასამართლო ექსპერტიზის თანახმად, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მსხვერპლს სხეულზე ტყვიით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.
”ჯერჯერობით, წინასწარი გამოძიების შედეგებს ველოდებით. გამოძიების პროგრესირებისთვის ბრიტანეთის პოლიციასთან ვითანამშრომლებთ. უკვე გამოკითხულია რამდენიმე მოწმე. მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს,“ - განაცხადა შვედეთის პოლიციის წარმომადგენელმა კერსტინ გოსემ.
0
0