ავტომობილებით დატვირთულ ხომალდზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა - ნიდერლანდები
A-
+A
-share.jpg)
ნიდერლანდების მახლობლად ავტომობილებით დატვირთულ ხომალდზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ნიდერლანდების მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.
გემი, რომელზეც 3 000 ავტომობილია განთავსებული, გერმანიის ბრემერჰავენიდან ეგვიპტის პორტ-საიდამდე მიემგზავრებოდა. სატვირთო გემზე ხანძარი სავარაუდოდ ერთ-ერთ ელექტრო ავტომობილს გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.
ხომალდზე სულ 23 ადამიანი იმყოფებოდა და ხანძრის გაჩენის შემდეგ რამდენიმე მათგანი გემიდან წყალში გადახტა.
ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.
ხანძარი ამ დროისთვის ძირითადად გემის წინა მხარეს მძვინვარებს, ცეცხლის ჩაქრობას კი გემზე განთავსებული ელექტრო ავტომობილები ართულებს.
0
0
312
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%