
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი – ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე – 90კგ), იმედა გოგოლაძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი და შალვა გურეშიძე (ორივე – +100 კგ) გამოვიდა, რომელთაგანაც ოთხი ფინალურ ბლოკში იჭიდავებს.
90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება – მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი 21 წლის გიორგი ჯაბნიაშვილს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა, რომელმაც დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად იჭიდავა, ავსტრიის ტურნირზე სამი გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გავიდა, სადაც ჩეხ ლუკაშ კრპალეკს შეხვდება.
კიდევ ერთი მძიმეწონოსანი, შალვა გურეშიძე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა ორი საშეჯიბრო დღე უმედლოდ დაასრულა.
ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.
0
0