
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი – ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ), იმედა გოგოლაძე (100კგ), გურამ თუშიშვილი და შალვა გურეშიძე (ორივე +100კგ) ასპარეზობდა.
მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა, რომელმაც დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად იჭიდავა, ავსტრიის ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გასასვლელად რამდენიმე წამი დასჭირდა. ნახეთ ვიდეო:.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა იაპონელი ტოკუმოჩი გაფრთხილებებით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა ორი საშეჯიბრო დღე უმედლოდ დაასრულა.
დღევანდელი დღე კი უმედლოდ არ დასრულდება. შეჯიბრი გრძელდება. ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან დაიწყება.
0
0