ავსტრალიის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმას თინეიჯერი ბიჭი ემსხვერპლა
29/12/2023
09:12
მსოფლიო
A-
+A
სამხრეთ ავსტრალიაში ეთელის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმას თინეიჯერი ბიჭი ემსხვერპლა. ეთელის სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია სერფინგისთვის. პოლიციამ თინეიჯერის ცხედარი ოკეანიდან უკვე ამოიყვანა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს სამხრეთ ავსტრალიაში ეთელის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმის პირველი ფატალურად დასრულებული შემთხვევაა. თვითმხილველმა, რომელმაც თავდასხმის შესახებ პირველად შეიტყო, თქვა, რომ ბიჭი ზვიგენის თავდასხმის მომენტში ნაპირიდან დაახლოებით 30-40 მეტრის მანძილზე ცურავდა.
სამხრეთ ავსტრალიის პოლიციის თქმით, მათ ზვიგენის თავდასხმის შესახებ 27 დეკემბერს ადგილობრივი დროით 13:30-ზე შეატყობინეს. პოლიციას მოზარდი ბიჭის ასაკი არ დაუკონკრეტებია.
0
0
410
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%