23/11/2023
16:51
მსოფლიო
ავსტრალიის კუინსლენდის პლაჟებს ათასობით ვირთხა შეესია, სახელმწიფო ვირთხებისა და თაგვების ჭირს უკვე თვეებია, ებრძვის. ექსპერტების თქმით, პოპულაციის ზრდის გამო, მღრღნელებმა სანაპიროზე მეტი საკვების საძიებლად გადაინაცვლეს.
”ღამით, ვირთხებმა, ფაქტობრივად, გაგვინადგურა მანქანა. მათ ძრავი მთლიანად დაზიანეს,” - განუცხადა France-Presse-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა პირმა.
ასევე სოფელ კარუმბას (თევზაობისა და ფრინველებზე დაკვირვებისთვის ცნობილი მხარე) მოსახლეობა მღრღნელების გავრცელების გამო შეშფოთებულნი არიან, რადგან, მათი თქმით, ისინი უარყოფით გავლენას მოახდენენ ამ მხარეში ტურიზმის განვითარებაზე.
ვირთხების პოპულაციის ზრდა ჭარბად ნალექიანმა ამინდმა გამოიწვია, რომელიც იდეალურია მღრღნელების გარმავლებისა და მათთვის ხელსყრელი უხვი მოსავლის მიღებისთვის. ექსპერტების შეფასებით, ვირთხების პოპულაციის კიდევ უფრო მეტი ზრდაა მოსალოდნელი.
ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტოს ინფორმაციით, ,ვირთხების ყველაზე დიდი რაოდენობა ქუინსლენდსა და ახალი სამხრეთ უელსის რეგეიონებში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის შტატი) 2021 წელს დაფიქსირდა.
0
0