
ღია ბარათი ავსტრალიიდან კენტში მცხოვრებ ადრესატთან გაგზავნიდან 42 წლის შემდეგ ჩავიდა.
ღია ბარათი, სიდნეიდან უესტგეიტში, მარგატის მახლობლად მდებარე სახლში, 1981 წლის 27 აგვისტოს გაიგზავნა.
სამანტა უილიამსმა, რომლის სახლშიც ღია ბარათი აღმოჩნდა, თქვა, რომ ეს "საიდუმლოებით მოცული" შემთხვევაა.
”სიამოვნებით ვიპოვიდით ადრესატს და ღია ბარათს გადავცემდით. ჩანს, რომ ღია ბარათის გამომგზავნი და ადრესატი აშკარად კარგი მეგობრები იყვნენ და ეს გზავნილი შეიძლება მისთვის მნიშვნელოვანია. ჩემმა ერთ-ერთმა შვილმა თავდაპირველად იფიქრა, რომ ეს საშობაო ბარათი იყო. ღია ბარათი სტივ პაჯეტის ან პაჯის მისამართზე სიდნეიში მცხოვრები კაცისგან (სახელად გერი) არის გამოგზავნილი. ჩვენი აზრით, სტივი აქ მშობლებთან ერთად, 1980-იან წლებში, ცხოვრობდა. მასზე 32-ცენტიანი საფოსტო მარკაა აღნიშნული, ასე რომ, შესაძლოა, ღია ბარათი 40 წელზე მეტია, რაც ავსტრალიაში ან დიდ ბრიტანეთში ფოსტის ნარჩენების გადამამუშავებელ ოფისშია ჩარჩენილი,“ - თქვა სამანტა უილიამსმა.
ღია ბარათზე ხელნაწერით მითითებულია, რომ ის სტივ პაჯეტს ვინმე „გერისგან“ ეგზავნებოდა.
ღია ბარათზე სიდნეის ოპერის სახლია გამოსახული.
0
0