23/11/2023
12:24
მსოფლიო
23 ნოემბერს, ავსტრალიის ქალაქის ცენტრში, მელბურნში, ასობით სკოლის მოსწავლე შეიკრიბა, რომლებმაც საზამთროს ფორმის დიდი დროშა გაშალეს. მომიტინგეებმა არ შეასრულეს პოლიტიკოსების მოთხოვნა სკოლაში დარჩენის შესახებ და ქალაქის ქუჩებში პალესტინის მხარდასაჭერად გამოვიდნენ. აქციას 20-ზე მეტი სკოლის მოსწავლეების მშობლები და მასწავლებლები შეუერთდნენ. ისინი სკანდირებდნენ -„მდინარიდან ზღვამდე პალესტინა თავისუფალი იქნება“.
საზამთრო პალესტინის დროშის ფერებს უკავშირდება და ის პალესტინის სოლიდარობის სიმბოლოა. საზამთრო, თავდაპირველად ამ მიზნით, 1967 წელს ისრაელსა და მის მეზობლებს შორის ექვსდღიანი ომის შემდეგ გამოიყენეს. იმ დროისთვის, ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორსა და იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის დროშის საჯარო გამოფენა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად გამოაცხადა.
0
0