სამხრეთ ავსტრალიის შორეულ რეგიონში, კალაბონამის ტბის დამშრალ კალაპოტში, პრეისტორიული ხანის „გიგანტური ბატის“ თავის ქალა (32 სმ) აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, „გიგანტური ბატი“, მეცნიერული სახელწოდებით Genyornis newtoni, არამფრენი ამომწყდარი ფრინველი იყო, რომელიც 230 კგ-ს იწონიდა.
„45,000-50,000 წლის წინანდელი ნამარხის თავის ქალა ყველაზე სრულყოფილად არის შემორჩენილი, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა. ეს განმაცვიფრებლად იშვიათი აღმოჩენა გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ფრინველი. მათ ასევე ჰქონდათ ფართო პირი და შეეძლოთ რბილი მცენარეებისა და ხილის დაქუცმაცება. Genyornis newtoni ავსტრალიური კაჭკაჭა ბატის ნათესავია, მაგრამ ის უფრო ადრე განვითარდა ცალკე ოჯახის ხაზით და უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული სამხრეთ ამერიკული მსგავსი ფრინველის სახეობებთან. ეს სახეობა კი გიგანტური ბატია“, - თქვა ფრანკფურტის სენკენბერგის კვლევითი ინსტიტუტის ორნითოლოგმა ჯერალდ მაირმა.
მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ გიგანტურ ფრინველებს წყალთან ადაპტაციის ბევრი უჩვეულო უნარი ჰქონდათ. წყალქვეშ ყოფნისას, მათ ყურებისა და ყელის წყლისგან დაცვა შეეძლოთ. მეცნიერთა აზრით, მათი გადაშენების მიზეზი შესაძლოა მტკნარი წყლის დეფიციტი იყო, რადგან დაახლოებით 45,000 წლის წინ, ჩრდილოეთ სამხრეთ ავსტრალიაში, ძირითადად, მარილიანი ტბები არსებობდა.
0
0