ავსტრალიაში, 4 მ სიგრძის ნიანგი მოკლეს, რომელიც მანამდე 12 წლის გოგონას დაესხა თავს.
The Times-ის ინფორმაციით, გასულ კვირას, აბორიგენებით დასახლებულ პალუმპასთან ახლოს, სულ მცირე, 30 წლის ქვეწარმავალი თავს დაესხა გოგონას, როცა ის ოჯახის წევრებთან ერთად ტბაში ცურავდა. ინციდენტის შემდეგ, ველური ბუნების რეინჯერები ნიანგის დაჭერას ან მოკვლას ცდილობდნენ. რეგიონის მიწათმფლობელებისგან ნებართვის მიღების შემდეგ, რეინჯერებმა ნიანგი მოკლეს. როგორც ცნობილია, ბევრი ძირძველი ავსტრალიელი მარილიან წყალში მობინადრე ნიანგებს ტოტემად მიიჩნევს.
პოლიციის თქმით, ექსპერტიზის შედეგებით დადასტურდა, რომ გოგონას სწორედ რეინჯერების მიერ მოკლული ნიანგი დაესხა თავს.
ჩრდილოეთ ავსტრალიის ტერიტორიაზე, გოგონაზე ნიანგის სასიკვდილო თავდასხმა 2018 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა. წამოიჭრა დებატები, რომ ნიანგების პოპულაციის შესაჩერებლად მთავრობამ მეტი ზომა უნდა მიიღოს. ამჟამად, რეგიონში, ყოველი 2,5 ადამიანი ნიანგის თავდასხმის საფრთხის წინაშეა.
0
0