
ავსტრალიურმა ფერმამ მსოფლიოში ყველაზე დიდი - პინგ-პონგის ბურთის ზომის - მოცვი მოიყვანა. მოცვი ნოემბრის შემდეგ საყინულეში ინახებოდა. მისი სიგანე თითქმის 4 სმ-ია და წონა 20,4 გრამი - საშუალო მოცვის ზომას დაახლოებით 10-ჯერ აღემატება. ახალი ჯიშის [Eterna] კენკრა კულტივირებულია Costa Group-ის მიერ.
„Eterna-ს ჯიში მუდმივად ისხამს უზარმაზარ ნაყოფს. 12 კვირის შემდეგ, კენკრა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მძიმე წონის მოცვი. ასეთი მოცვის ჭამა განსხვავებული გამოცდილებაა. ის უფრო მეტად მნიშვნელოვანი კენკრაა ჩვენთვის, ვიდრე მათთვის, ვინც მას ტრადიციული იყენებს საუზმის მენიუში და ნამცხვრის ცხობისას. მოცვს მართლაც სასიამოვნო არომატი აქვს,“ - განუცხადა BBC-ის Costa Group-მა.
მანამდე კი, ყველაზე დიდი ზომის ნაყოფად დასავლეთ ავსტრალიაში მოყვანილი 16,2-გრამიანი კენკრა ითვლებოდა.
0
0