-share.jpg)
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების რეკომენდაციით, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე "შესაძლოდან" "სავარაუდომდე" გაზარდა, რადგან, ექსტრემისტული შეხედულებების ფონზე, მომდევნო 12 თვეში, თავდასხმები 50%-ზე მეტით არის მოსალოდნელი.
თუმცა, როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა განაცხადა, თავდასხმის გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს.
”უფრო და უფრო მეტი ავსტრალიელი ექსტრემალური იდეოლოგიების მრავალფეროვან სპექტრს ემორჩილება. სიფხიზლის შენარჩუნება ჩვენი პასუხისმგებლობაა,” - განაცხადა ენტონი ალბანესმა პრესკონფერენციაზე.
ავსტრალიის უსაფრთხოების დაზვერვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მაიკ ბერგესის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობა, მათ შორის, ისრაელ-„ჰამასს“ შორის კონფლიქტი, საფრთხის დონის მატების ხელშემწყობი ფაქტორია.
”კონფლიქტმა ხელი შეუწყო საპროტესტო აქციებს და შეუწყნარებლობას და შეარყია სოციალური ერთიანობა,” - თქვა ბერგესმა.
ბოლო თვეებში, ავსტრალიაში, რამდენიმე ძალადობრივი თავდასხმა განხორციელდა, რომელთაგან ზოგიერთი ექსტრემიზმის მოტივად დასახელდა. აპრილში, ავსტრალიის პოლიციამ განაცხადა, რომ სიდნეიში, ასურელ ეკლესიის ეპისკოპოსზე და მის ზოგიერთ მიმდევარზე დანით თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო.
0
0